გიორგი ვაშაძე - ადრე თუ გვიან ყველასთან მივა სამართალი და მოუწევს პასუხისგება - თვითმარქვია რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ძალიან მძიმე დღე ელის, თუ მალე მოეგება გონს, შეიძლება შეამსუბუქოს რისხვა

ტრამპთან დაკავშირებული ილუზიაც დაიმსხვრა , - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) განცხადებას: „თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.

გიორგი ვაშაძის თქმით, ვინც ემტერება დემოკრატიული განვითარების მიმართულებას, არავინ არ დარჩება პასუხისმგებლობის გარეშე.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ემტერება საკუთარი ხალხის ნებას, ვინც ემტერება დემოკრატიული განვითარების მიმართულებას, არავინ არ დარჩება პასუხისმგებლობის გარეშე. ადრე თუ გვიან ყველასთან მივა სამართალი და იმ სამართლის წინაშე მოუწევს პასუხის გება. თვითმარქვია რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ძალიან მძიმე დღე ელის. რაც მალე მოეგება გონს, შეიძლება შეამსუბუქოს რისხვა, რაც უფრო დრო გავა კიდევ უფრო მძაფრად აისახება მასზე პასუხისმგებლობა. ამაზე მიუთითებს ჯო უილსონის უპრეცედენტო განცხადება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა