რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი - ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს

ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს. ამის შესახებ განცხადებას რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი (Republican Study Committee) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულით რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს კორუმპირებულად მოიხსენიებს და "ჩინეთისა და ირანის მოყვარულს და ამერიკის მოძულეს" უწოდებს.

იმავე განცხადებაში უილსონი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს და თუ ეს მოხდება, საქართველოს სრულუად უნდა შეუწყდეს დაფინანსება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო