ირაკლი კობახიძე - დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში

რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩენო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, ­მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს "ოპოზიციამ უკვე აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა მათ უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებააზე".

„რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩევნო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში. ყველაფერი არის დამთავრებული და ეს ესმით მათ ძალიან კარგად. 1000 კაცსაც ვეღარ კრებენ ყოველდღიურად. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ თებერვალში საქართველოს პარლამენტში. დღეს უკვე აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე. თუ არ აღიარებ შედეგებს, იმ შედეგების საფუძველზე როგორ იღებ დაფინანსებას? როცა უკვე ხელშესახებ სარგებელთან მოუწიათ შეხება, მაშინვე აღიარეს არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება “, - განაცხადა პრემიერმა "იმედის" ეთერში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი