ირაკლი კობახიძე - კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკა-ს მდივანს ვერ დანიშნავს ამ ქვეყანაში და ვერც ვერანაირი ჩინოვნიკი რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან

კარლ ბილდტს თუ უნდა, რომ გუბერნატორი დაგვინიშნონ აქ საქართველოში, ეს დრო წავიდა 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც გარედან გვინიშნავდნენ გუბერნატორებს და ცეკას მდივნებს. კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკა-ს მდივანს ვერ დანიშნავს ამ ქვეყანაში და ვერც ვერანაირი ჩინოვნიკი რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და ბოლომდე დაიცავს სუვერენიტეტს.

„კარლ ბილდტს თუ უნდა, რომ გუბერნატორი დაგვინიშნონ აქ საქართველოში, ეს დრო წავიდა 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც გარედან გვინიშნავდნენ გუბერნატორებს და ცეკას მდივნებს. ეს არ არის ის დრო. კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკას მდივანს ვერ დანიშნავს ამ ქვეყანაში და ვერც ვერანაირი ჩინოვნიკი რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან. დღეს არ არის ის დრო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო და ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ასეთ განცხადებებს მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, კარლ ბილდტი ყველამ იცის, რომ არის ძალიან დიდი ხნის მეგობარი იმ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა’, აქედან გამომდინარე, მისი ასეთი განცხადებების არავის უკვირს“, - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა