ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ  რუსეთის მხრიდან თავდასხმების ტემპი შეანელოს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდებას უზრდის, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დღეს იყო მთავარსარდალ სირსკის, თავდაცვის მინისტრის, უმეროვის მოხსენება. ფრონტის, მხარდაჭერის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები ახლა მოწოდებას ზრდის. ეს აუცილებელია სიტუაციის გასათანაბრებლად. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების და მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ შეანელოს რუსეთის მხრიდან თავდასხმების ტემპი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი და ძლიერი პოზიცია დიპლომატიისთვის.

„ყოველი ქვედანაყოფი, ყოველი ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს ამას, ნორმალური მშვიდობის შესაძლებლობასთან გვაახლოებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი