ISW - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის სამშვიდობო გეგმა არ მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ მიიღო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პუტინმა პირდაპირ უარყო ტრამპის გუნდის წინადადება, რომლის თანახმადაც, ომის დასრულების პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმუმ ათი წლით გადადება იყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 დეკემბერს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გუნდის ამ იდეაზე კომენტირებისას პუტინმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინა ნატო-ს „დღეს შეუერთდება, ხვალ თუ 10 წელიწადში“.

„პუტინის 26 დეკემბრის განცხადება არის იმ კომენტარების იმ სერიის ნაწილი, რომელიც მან ბოლო დროს გააკეთა და დაადასტურა უარი განიხილოს კომპრომისები მის მიერ 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში წამოყენებულ მოთხოვნებზე. ეს მოთხოვნები მოიცავს უკრაინის იძულებას გახდეს მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არასოდეს შეუერთდება ნატო-ს, უკრაინის არმიის რიცხოვნობაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და უკრაინის ხელისუფლების გადაყენებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი