ანტონიო გუტერეში იემენსა და ისრაელს შორის ესკალაციას გმობს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჰუსიტ მეამბოხეებსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების ესკალაციას გმობს.

ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„გენერალური მდივანი გმობს იემენსა და ისრაელს შორის ესკალაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისრაელის საჰაერო თავდასხმები სანას საერთაშორისო აეროპორტზე, წითელი ზღვის პორტებსა და იემენის ელექტროსადგურებზე. დღევანდელი საჰაერო თავდასხმები მოჰყვა ჰუსიტების ესკალაციის გამომწვევ, დაახლოებით, ერთი წლიან ქმედებებს წითელ ზღვასა და რეგიონში, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობას, რეგიონულ სტაბილურობას და საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას“, - აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ მედიაში გუშინ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ იემენის დედაქალაქ სანას აეროპორტში თვითმფრინავში ასვლას აპირებდა, როდესაც საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი დაშავდა და აეროპორტში სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, ის იემენში ჰუსიტების მიერ დაკავებული გაერო-ს თანამშრომლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების წარმოებისა და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის შესაფასებლად იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს