სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებას ამჯერად სენაკში მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს.

„სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა შესთავაზეს. მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. მოეწყო საახალწლო სოფელიც, სადაც პატარებმა თოვლის ბაბუასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრები მიიღეს. სამხედროების შვილებს ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი