კახა კალაძე - იმ მომღერლების ბულინგი, რომლებიც საახალწლო კონცერტებში არიან ჩართული, ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითია

თბილისის მერის განცხადებით, იმ მომღერლების ბულინგი, რომლებიც საახალწლო კონცერტებში არიან ჩართული, ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითია.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „რადიკალური ჯგუფები შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია“.

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მომღერლების მიმართულებით არ ხდება. ყველა სფეროში იგივეა: თუკი ვინმე აფიქსირებს განსხვავებულ მოსაზრებას, თუკი ვინმე ფიქრობს სხვანაირად, ვიდრე ეს რადიკალები, მაშინვე იწყება ბულინგი, გაკეთებული აქვთ ე.წ. ბოტების ჯგუფები, შეუვარდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, მიდის ცინიზმი, მუქარები და ა.შ. ამას ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ.

ლიბერალური ფაშიზმი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში, კატეგორიულად მიუღებელია. ისინი გვანახებენ, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ეს მისი უფლებაა, სად არის მაშინ დემოკრატია? ხომ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა? ეს არის მათეული დემოკრატია, ამ ტიპის ხედვა აქვთ დემოკრატიასთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ფეხქვეშ რომ ჰქონდათ გათელილი ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება. შეიცვალნენ? - იმავეს აკეთებენ დღეს ოპოზიციიდან, უბრალოდ რესურსები აქვთ ნაკლები, თორემ დღესაც დახოცავდნენ ხალხს და შემოალაგებდნენ ჯიხურების თავზე, მაგრამ დღეს ამის საშუალება არ გააჩნიათ და ამას აკეთებენ სიტყვით, ბულინგით, თავიანთი ტელევიზიების საშუალებით, რომლებიც აღვივებენ პოლარიზაციას. ამ ყველაფერს დავამთავრებთ ჩვენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია