BBC - სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 300-დან 192-მა დეპუტატმა მისცა.

მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეა დემოკრატიული სახელმწიფო გახდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტი განხორციელდა.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ჰან დაკ სუს ფინანსთა მინისტრი, ჩოი სანგ-მოკი ჩაანაცვლებს.

ოპოზიციამ იმპიჩმენტის შუამდგომლობა მას შემდეგ წარადგინა, რაც მან დაბლოკა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნა, რომლებიც რომლებიც მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ წარადგინა.

კორეის საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება და პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი მინიმუმ ექვსმა უნდა დაუჭიროს.

ამჟამად სასამართლოში მხოლოდ 6 მოსამართლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანის მხრიდან უარის განცხადების შემთხვევაშიც კი იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან გადაყენებას გადაურჩება.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, რომელიც პირველ საჯარო განხილვას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გამართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს