თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმური სწავლება გაიმართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება „თბილისი 2024“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლებაში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის, „ტავ ჯორჯიას“, ავიაკომპანია Camex-ის თანამშრომლებმა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, შსს-ის შესაბამისმა დანაყოფმა მიიღეს.

„იმიტირებული სცენარის თანახმად, ანონიმური ზარის და წერილის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ სატვირთო ავიაკომპანია Camex-ის საჰაერო ხომალდზე აღმოჩნდება ასაფეთქებელი მოწყობილობა. რის შემდეგაც აეროპორტში საერთო განგაში ცხადდება და საავარიო-ოპერატიული ცენტრი იკრიბება. ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილებით, საფრთხის რეალობიდან გამომდინარე ადგილზე იძახებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალურ დანაყოფს. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სწავლება აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს იმართება სრულმასშტაბიანი სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. რაც გულისხმობს, ყველა შესაბამისი ძალოვანი უწყების ჩართულობას. რეალური პრაქტიკული სწავლება გულისხმობს, საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი აკრძალული ნივთის პოვნას და შესაბამის კოორდინაციას სამსახურებს შორის. მსგავსი ტიპის სწავლებები მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურების მუდმივი მზადყოფნისათვის ნებისმიერი კრიზისული ვითარების სამართავად და იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ უსაფრთხო და მშვიდი ფრენები”,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ინფორმაციით, გეგმური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. სწავლების მიზანია, აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი