ზურაბ ჯაფარიძე - ინაუგურაცია ალბათ, ოჯახურ წრეში იქნება, სტუმრები საერთოდ არ ეყოლებათ - ნიკარაგუა და ვენესუელაც ვერ ჩამოვლენ იმიტომ, რომ დასანქცირებულები არიან და შორიდან მოუწევთ შემოვლითი ფრენა

ინაუგურაცია ალბათ, მართლა ოჯახურ წრეში იქნება, სტუმრები საერთოდ არ ეყოლებათ - ნიკარაგუა და ვენესუელაც ვერ ჩამოვლენ იმიტომ, რომ დასანქცირებულები არიან და შორიდან მოუწევთ შემოვლითი ფრენა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 29 დეკემბერს, რა დროსაც საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, დედაქალაქში, სავარაუდოდ, ისეთი აქცია და მარში გაიმართება, როგორც აქამდე, 28 ნოემბრის შემდეგ იმართება.

„არავინ მაგას არ აღიარებს. იქნება მართლა ოჯახურ წრეში ამბავი. [ქართველი] ელჩები ჩამოიყვანეს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელჩებს დაასწრებენ. არ ასწრებენ არც ერთ უცხო ქვეყნის ელჩს. ინაუგურაციის ამბავი ხომ ისაა, რომ ჯარი არის ხოლმე და ფიცს დებს ხოლმე [პრეზიდენტი]. მაგასაც არ აკეთებენ. უცხოელი სტუმრები უნდა ჩამოვიდნენ, რომლებიც პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ და ამით ერთგვარ აღიარებაზე და მანდატზე რამე განსაკუთრებული მოლოდინი ვერ ექნებათ, იმიტომ რომ ნიკარაგუა და ვენესუელა თუ ჩამოვა, თორემ... ეგენიც ვერ ჩამოვლენ, იმიტომ რომ დასანქცირებულები არიან და შორიდან მოუწევთ შემოვლითი ფრენა. სტუმრები საერთოდ არ ეყოლებათ ალბათ და მართლა ოჯახურ წრეში იქნება [ინაუგურაცია]“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი