გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების თარიღი გამოაცხადა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს დანიშნა.

„ისეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ქმედუნარიანი მთავრობა და პარლამენტში საიმედო უმრავლესობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მოთხოვნით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

16 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა 394-ხმით 207-ის წინააღმდეგ გამოუცხადა, რის შემდეგაც შოლცმა პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს