ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ მსვლელობა - „შემოქმედების მარში თავისუფლებისთვის“, იმართება

შემოქმედების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ვაკის პარკში იყვნენ შეკრებილი, პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას - „შემოქმედების მარში თავისუფლებისთვის“, მართავენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ასევე, სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ყველა ის ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, ვინც გასული კვირების განმავლობაში სამართალდამცველებმა აქციაზე დააკავეს.

„შევიკრიბეთ წამყვანები, „ივენთ მენეჯერები“, „დიჯეები“, ფოტოგრაფები, ამ სფეროს ყველა წარმომადგენელი. ეს უწყვეტი პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ხალხის ხმა და აზრი, არ გაიმარჯვებს. ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრის ადამიანის ხმა იყო გაყალბებული და მითვისებული. ჩვენ ვითხოვთ ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გარდა ამისა, დღეს დედაქალაქში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აქციებიც არის დაგეგმილი.

მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს