„მრავალეროვანმა საქართველომ“ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურას წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ფაქტების შესახებ მასალები მიაწოდა

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას, წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ფაქტების შესახებ მასალები მიაწოდა, რომლებიც მათივე ცნობით, მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის (ფინანსური, ინსტიტუციური, ზემოქმედების) სავარაუდო გამოყენებასა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესის სავარაუდო დარღვევას შეეხებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასალების მიწოდებას წინ საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება უძღოდა.

„მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარეს არნოლდ სტეფანიანს დაუკავშირდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელი და მოითხოვა მისი გამოკითხვა.

გამოკითხვის საგანს „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის მიერ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაჟღერებული მიგნებები წარმოადგენდა, რის შესაბამისადაც, „ქართული ოცნება“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წინასაარჩევნო პერიოდში იყენებდა ადმინისტრაციულ რესურს. გამოკითხვა 26 ნოემბერს შედგა.

შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, „მრავალეროვანმა საქართველომ“ საოლქო პროკურატურას წარუდგინა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენებასა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესის სავარაუდო დარღვევას შეეხება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს