„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო საკვანძი ჭები და სახანძრო ჰიდრანტები. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად ისანი-სამგორისა და კრწანისის რაიონების 128000 აბონენტის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტში „ჯივიპიმ" 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ხვალ 28 დეკემბერს, ბოლო ეტაპის გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ახლად მოწყობილი ქსელი ექსპლუატაციაში შევა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარების პერიოდში ხვალ, 28 დეკემბერს ღამის 23:00 საათიდან 29 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის მესამე მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის და ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-N76 (ლუწ ნომრებს), აეროდრომის მე-8 და მე-10 ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში