მუსიკოსებისა და მსმენელების მარში ფილარმონიიდან დაიწყო - მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „სიმღერ-სიმღერით გაგისტუმრებთ!“

მუსიკოსებისა და მსმენელების მარში ფილარმონიიდან დაიწყო. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „სიმღერ-სიმღერით გაგისტუმრებთ!“

მუსიკოსები და მუსიკის მოყვარულები 19:00 საათზე შეიკრიბნენ საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიასთან. მარშში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები. მარშის დაწყებამდე ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ შეკრებილებს მოუწოდა, რომ სანთლები აეღოთ.

ასევე, როგორც მომღერალმა და ტელეწამყვანმა, გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა, მარშის მონაწილეები ჯერ გმირთა მოედანზე მივლენ, საიდანაც ჯერ ოპერისა და ბალეტის თეატრთან გადაინაცვლებენ, შემდეგ კონსერვატორიასთან და ბოლოს პარლამენტთან მივლენ.

როგორც ცნობილია, მარშის მიმდინარეობისას მუსიკოსები და მუსიკის მოყვარულები სხვადასხვა პერფორმანსებს დადგამენ.

მარშის დაწყებამდე, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მოუწევს საზოგადოების მოსმენა.

„უნდა ვაიძულოთ, რომ მოგვისმინოს. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩვენს უკან არის სამშობლო, ამიტომ ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენი ერთობა მათ აღიზიანებთ და ასუსტებთ. ჩვენ მივაღწევთ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს ახალი არჩევნები. როგორც კი დაინიშნება არჩევნები, ჩვენ მათ გავისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში და ქვეყანაში გაგრძელდება ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მუსიკოს ნიაზ დიასამიძის თქმით კი, 30-დღიანი უწყვეტი მარშებით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა „სახალხო ერთობა“ ჩამოაყალიბეს.

„რეალურად ეს მარშები არის „სახალხო ერთობა“, რომელიც ამ პროტესტის პარალელურად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. ჩემი აზრით, კითხვის ნიშანი გაქრა, რომ ხალხის რაოდენობა მოიკლებს და ა.შ. შეიძლება რაღაც მომენტში პაუზა იყოს, მაგრამ ყოველდღე ემატება ხალხი. ის მოთხოვნები, რაც არის, საბოლოო ჯამში შესრულდება”,- აღნიშნა ნიაზ დიასამიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა