ირაკლი კობახიძე - კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში - ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით

კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ისინი თითქოს უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ისინი ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების შემთხვევაში. ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელ რუსეთთან ვაჭრობით. აქედან აბსოლუტურად ყველაფერი არის გარკვეული. გარდა ამისა, ჩვენ ამ ადამიანებსაც, სხვებსაც, შევთავაზეთ საჯარო დისკუსია არაერთხელ ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტული ბიზნესმენებიც გაექცნენ ამ დისკუსიას. მიზეზი არის მარტივი - ასეთ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გაირკვევა, რომ სინამდვილეში ისინი მოქმედებენ არა რაღაც ობიექტური ანალიზის საფუძველზე, არამედ საკუთარი სუბიექტური ინტერესების მიხედვით", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი