თამრიკო ჭოხონელიძე - ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო - ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები

ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები. მგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას ამბობს, - ამის შესახებ მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ აქციაზე განაცხადა.

"ხელისუფალი იმიტომ გქვია, რომ ხალხს უნდა ემსახურებოდე. ისინი ქართველ ხალხს არ იცნობდნენ. ჩემთვის

ეს ადამიანები ძალიან დაჩაგრულები არიან თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება არ იცოდნენ, რომ ეს ელოდათ. ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები. მგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას ამბობს. კიდევ 30 დღე რომ დასჭირდეს, არ დავიღლებით, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ერთ მხარეს არის დაღუპვა, მეორე მხარეს არის გადარჩენა, რა თქმა უნდა, წავალთ იქ სადაც გადარჩენაა. ეს ხელისუფლება აღმოჩნდა მარიონეტი, ყველაზე დიდი მტრის, ეს არის რუსეთი, ამაზე მწყდება გული. ქართული გვარის მატარებლები არიან და რა ჩაიდინეს? როგორ არ რცხვენიათ?!

ჩვენ ვართ გაბრაზებულები. მეგონა, რომ მარტო მშვიდი და ლაღი სიმღერის სიმღერა შემეძლო, თუ მე ხმას ასე ამოვიღებდი, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერი შეუძლია გაბრაზებულ ადამიანს. ახლა არის კატეგორიული მოთხოვნა და ეს უნდა გააკეთონ.

ქვეყანაში ისეთი მოვლენები ვითარდება, უნდა მიხვდნენ, რომ მათი საქმე ვერ არის კარგად და დროზე მიხვდნენ და გამოუშვან დაპატიმრებული ადამიანები, ახალ წელს ოჯახში შეახვედრონ",- განაცხადა ჭოხონელიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი