ბადრი ჯაფარიძე - ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების“ და მოხმარდება ხალხს - შეგვიწყვიტონ მანდატები და ხვალვე შეწყდება დაფინანსება

ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების“ და მოხმარდება ხალხს. შეგვიწყვიტონ მანდატები და ხვალვე შეწყდება დაფინანსება, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის არ თქმას.

აღნიშნულით ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ თქვა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, მთავრობაშიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერები პარლამენტში შევლენ. კითხვის საპასუხოდ, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ეს სიცრუეა“.

„ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი პროპაგანდისტული სიცრუე, ეს არის ხალხის ფული და „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მივცემთ ეს ფული შეჭამოს, ამ ფულს ხალხს, იმ ადამიანებს მოვახმართ, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა სცემა, დააპატიმრა, რომელთა ოჯახებსაც დახმარება სჭირდებათ. როგორც კი დაფინანსება შეგვიწყდება, ეს დაფინანსება შეწყდება, ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების“ ფული და მოხმარდება ხალხს, ვიდრე მანდატებს არ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვიტონ მანდატები ხვალ და ხვალვე შეწყდება დაფინანსება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტის 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ თქვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი