„პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით, მოქალაქეები ფილარმონიასთან მორიგი აქცია-მსვლელობისთვის ემზადებიან

„პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით, ფილარმონიასთან მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები მორიგი აქცია-მსვლელობისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, „ქვეყანა პოლიციურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, სადაც სასამართლო არ არსებობს და ქვეყანას რეჟიმი მართავს“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი. ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „სასამართლო უსამართლობის სამსახურში“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“ და ა.შ.

ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილს ადგილზე სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებიც აქვთ მოტანილი.

ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ „პირველმა არხმა“ საეთერო დრო განსხვავებულ აზრს დაუთმოს. საბოლოოდ კი, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მივლენ.

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი