საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ელჩების კონფერენცია 2024” -ის ფარგლებში სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ,,ელჩების კონფერენცია 2024” -ის ფარგლებში სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა;

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაზარდოს ქვეყნის გავლენა გლობალურ ასპარეზსა და გლობალურ ბაზრებზე შეღწევადობაზე. მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება, ამ მიმართულებით კი სამინისტროს გუნდი აქტიურ მუშაობას აგრძელებს.

„აგრარული დარგის განვითარებისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება. 2025-2028 წლებში სახელმწიფოს მიერ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. განსაზღვრულია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზეც გაამახვილა ყურადღება.

დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებსა და ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართულ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სამუშაოების გაწევის შემდეგ, სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტი 500 მლნ დოლარს მიაღწევს.

„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება და მიმართულია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ. მთავრობის პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ