ესტონეთის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა - მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის, ოფიციალური პირებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა აღადგინონ. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს", - წერს კარისი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს