მამუკა მდინარაძე - არ გამოვრიცხავ, მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, ისიც პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი - ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3

არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3”.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან არ გამოვა, მოხდება ის, რაც იმ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უფლებამოსილი არ არის, იმყოფებოდეს გარკვეულ ადგილას.

„ღამის გათენებაზე, მთლად კარგი ასოციაციები არ გვიჩნდება, ხომ? - ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი. ესეც, რა თქმა უნდა, შეიძლება რიტორიკული კონტექსტი იყოს, მაგრამ ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3. რაღაც ასეთი კონტექსტი მოყვა ამ თემას. კითხულობენ, ამ თემას თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ დაიკავებს პრეზიდენტის რეზიდენციას. რა უნდა მოხდეს? - მოხდება ის, რაც იმ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უფლებამოსილი არ არის, იმყოფებოდეს გარკვეულ ადგილას - რაც იმ ადამიანის შემთხვევაში მოხდება, ის მოხდება ექსპრეზიდენტის შემთხვევაში, - მარტივია. კითხვიდანაც კი პროვოკაცია ჩანს. რა თქმა უნდა, პროვოკაცია იქნება თუ სალომე ზურაბიშვილი ისე დაექვემდებარება დავალებას, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაღლა დავალების შესრულების ინტერესს დააყენებს. ალბათობა ყველაფრისაა თუმცა არა მგონია”, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს