პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს

პარლამენტის სასახლეში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს.

ყაველაშვილი ფიცს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებს. მიხეილ ყაველაშვილი ინაუგურაციაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

სასახლეში, ასევე, საინაუგურაციო ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

დიპლომატიური კორპუსი ღონისძიებაზე მოწვეული არ არის.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის შენობაში მედიის წარმომადგენლებს ინაუგურაციის პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ აქვთ.

ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები პარლამენტის შენობის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოწყობილ მედიასივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს, საშუალება აქვთ მონიტორის საშუალებით ადევნონ თვალი ინაუგურაციის მიმდინარეობას და ჩაწერონ რესპონდენტები.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო