ირაკლი კობახიძე - 20 წელიწადზე მეტია ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია, მიხეილ ყაველაშვილს ახალი ტრადიციის დამკვიდრება უწევს - ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავს საუკეთესოდ გაართმევს

მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა.

„მინდა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მივულოცო. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებულიო ვარ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას ყველა თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გამოწვევები არის სერიოზული - 20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს ახალი ტრადიციის დამკვიდრება უწევს ამ 20 წლიანი წყვეტის შემდეგ. ეს დიდი პასუხისმგებლობა არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ამ პასუხისმგებლობას თავს საუკეთესოდ გაართმევს“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი