ირაკლი კობახიძე - „კრედიტ სუისის" საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით

„კრედიტ სუისის" საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „კრედიტ სუისის" საქმეზე იყო თავის მართლებები, რომ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა ყველაფერი გამოჩნდა.

„კრედიტ სუისს" რაც შეეხება, გახსოვთ ერთგვარი თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ ჰქონდა „კრედიტ სუისის" საქმეს, თუმცა დღეს ყველაფერი გამოჩნდა რაშიც არის საქმე. „კრედიტ სუისის" საქმე ჩვენი აღქმით იყო პოლიტიკური და პოლიტიზებული, მას ჰქონდა თავიდანვე ჯერ კიდევ 2008 წელს პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს თავის დასკვნას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი