კახა კალაძე - პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი გარე ძალებს ემსახურებოდნენ  - დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას ღირსეულად ემსახუროს

ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმითა და ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს „პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე, რეპუტაცია წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა“.

„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა არის. იცით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ისინი გარე ძალებს ემსახურებოდნენ. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ღირსეულად ემსახუროს და რაც მთავარია, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს