ირაკლი კობახიძე - ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც

ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას".

„თვითლიკვიდაცია გულისხმობს საზოგადოების ნდობის დაკარგვას. ჩვენ ძალიან მძიმე ზეწოლის პირობებში, მათ შორის სანქციების პირობებში, არჩევნებამდეც იყო სანქციები, არჩევნების წინ იყო პირდაპირ უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას".

შესაბამისად, ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, „რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული“ იმით, რომ "დამარცხდა არჩევნებში", თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება.

კობახიძის თქმით, ერთი პარტიის გარდა, ყველამ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შემდგარი არჩევნების საფუძველზე.

„რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული იმით, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება. ერთი პარტიის გარდა, ეს არის გვარამიას პარტია, ყველამ მიიღო უკვე დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდგარი არჩევნების საფუძველზე. მათ პირველი თანხები უკვე ჩაერიცხათ ამ დღეებში. ეს ნიშნავს თავისთავად არჩევნების შედეგების აღიარებას. მანამდეც ჰქონდათ აღიარებული. შეგახსენებთ, ხაზარაძე ამბობდა, რომ დაახლოებით 200 ათასი ხმა მიიღეს, გახარიას პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ 161 500 ხმა მიიღეს, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ოპოზიციას მოუწევს, შეეგუოს არჩევნების შედეგებს. შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ თებერვლის დასაწყისში პარლამენტში, ისე მიდის საქმე. აბსოლუტურად თვითლიკვიდაციისა და სუიციდის რეჟიმში არიან დღევანდელ დღეს, თუ ამას შემოატრიალებენ თებერვალში, მათთვის იქნება უკეთესი, თუმცა ეს იქნება უარესი ქართული სახელმწიფოსთვის. საბოლოო ჯამში, მათ არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ არც სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის, არც საქართველოს პარლამენტისთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თებერვალში. ასეც და ისეც, შემდეგი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება" აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის