BBC - ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნისთვის კრიტიკულ პოლიტიკურ პერიოდში ფიცი დადო

ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო ქვეყნისთვის კრიტიკულ პოლიტიკურ პერიოდში მას შემდეგ, რაც მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეაჩერა, - ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში, მაგრამ „გამარჯვება გაყალბების ბრალდებებში იყო ჩაფლული, რამაც ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია“.

BBC-ი წერს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო წლებში სულ უფრო ავტორიტარული ხდება, მან მიიღო რუსული სტილის კანონები, რომელთა სამიზნე მედია და არასამთავრობო ჯგუფები და ლგბტ თემია.

„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა, დასავლეთს „გლობალური ომის პარტია" უწოდა, რითაც აბუჩად აიგდო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისი გაცხადებული მიზანი“, - წერს BBC -ი.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციას ქვეყნის კონსტიტუციაც ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი