მაკა ბოჭორიშვილი - თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ - საქართველოს ინტერესი ვერასდროს იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში

თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ-საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელმძღვანელობს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით.

„ამ ინტერესების დაცვა არის ჩვენი პირველი მოვალეობა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის.

ამ მიმართულებით თუ ვინმე ელოდებით ცვლილებას, რომ ჩვენ ნაკლებად დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, საქართველოს უსაფრთხოებას, მინდა გაგაწბილოთ. ვერ მოხდება ასე. ვერაფერი შეიცვლება ჩვენს სურვილში, ჩვენს მისწრაფებებში, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესები, საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოში სტაბილურობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეს არის ჩვენი მამოძრავებელი და ასე გავაგრძელებთ მოქმედებას. ეს იქნება ყველა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომელსაც მიიღებს ხელისუფლება.

თქვენ თუ მეუბნებით, რომ საქართველოს ინტერესები არის ის კომპრომისი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გასწიოს, ასეთი კომპრომისი ვერ იქნება. საქართველოს ინტერესი ვერასდროს ვერ იქნება კომპრომისი ვინმესთან ურთიერთობაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი