ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 370-ზე მეტი დრონი, 280-მდე მართვადი ბომბი და 80 რაკეტა გამოიყენა

ჩვენი ქალაქები და თემები რუსეთის მხრიდან მუდმივი დაბომბვის ქვეშ არიან. შობის ღამესაც კი ტერორისტებმა მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 370-ზე მეტი თავდასხმის დრონი, დაახლოებით 280 მართვადი საავიაციო ბომბი და 80 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ასეთი ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი.

„ასეთი ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი. მადლობელი ვარ ჩვენი დამცველების, რომლებიც იხსნიან ჩვენს ხალხს ყოველდღიური თავდასხმებისგან და ჩვენი პარტნიორების, რომლებიც აცნობიერებენ საჰაერო თავდაცვის სისტემების დროული მიწოდების მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და სამართლიან მშვიდობასთან ჩვენს მისაახლოებლად“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი