ირაკლი ჩიქოვანი სანქციებზე - სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული

ხშირია მომენტები, როდესაც ჩვენ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ვსაუბრობთ - შეიძლება, საზოგადოებისთვის ეს თავიდან დაუჯერებელი იყოს და ამაში ბევრმა ადამიანმა შეიტანოს ეჭვი, დასვას კითხვის ნიშანი, თუმცა საბოლოოდ, ეს ყველაფერი მართლდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან აშშ-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული.

„ხშირია მომენტები, როდესაც ჩვენ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ვსაუბრობთ. შეიძლება, საზოგადოებისთვის ეს თავიდან დაუჯერებელი იყოს და ამაში ბევრმა ადამიანმა შეიტანოს ეჭვი, დასვას კითხვის ნიშანი, თუმცა საბოლოოდ, ეს ყველაფერი მართლდება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული. მაგრამ, ცხადია, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, მათ შორის საპატიო თავმჯდომარეც, თავის სამიზნედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს იღებს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს