ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას და ქუჩაში წარმატებას. ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს ჭერს „ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძის თქმით, ოპოზიცია არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს.

„რეალურად, ოპოზიციის შიგნით, პარტიებს შიგნითაც კი აქვთ სერიოზული პრობლემები, სერიოზული დაპირისპირებები, წინააღმდეგობები. ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპოზიცია აქამდე იქნებოდა დაშლილი. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს. სხვა შემთხვევაში, მათ შორის, იმის გამო, რომ ეს პოლიტიკური ძალა დამარცხდა, ბუნებრივია, იქ არის სერიოზული შიდა დაპირისპირებები, თუმცა სწორედ გარე ჩარევა არ აძლევთ მათ იმის თავისუფლებას, რომ დაიშალონ, გაიშალონ და სხვანაირად სცადონ წარმატების მიღწევა მომავალში", - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ