აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ამკაცრებს

აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის თავის ტერიტორიაზე დროებით ყოფნის წესს ცვლის.

როგორც მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამკაცრება იგეგმება.

„როგორც საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხში, დროებითი ყოფნისა და მიგრაციის საკითხებშიც, აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს პარიტეტისა და სარკისებური პრინციპებიდან გამომდინარე”, - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

მოქმედი წესით რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში უვიზოდ ყოფნა ქვეყანაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ, თუმცა დაშვებულია დღეების "განულება", საზღვრის გადაკვეთის და დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების გზით. იანვრიდან კი აღნიშნული მექანიზმი აღარ იმუშავებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს