ვოლოდიმირ ზელენსკი - მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად - ველით ოფიციალურ განცხადებას

უკრაინა ელოდება, რომ მისი შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატები ორშაბათს დიდ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის ძალების სტაბილიზაციის სამუშაოებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.

"ვიცი, რომ მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად - ხვალ ველით ოფიციალურ განცხადებას: მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი სამხედროებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან მის დიალოგზე. მისი თქმით, განიხილეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე ინვესტიციები მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი