სერგეი ლავროვი - საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იყოს პაიკი დასავლეთის ხელში

საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ წავა,“ - აღნიშნა ლავროვმა.

კითხვაზე, როდის შეწყვეტს დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან „ფერადი რევოლუციების“ მოწყობას, ლავროვმა უპასუხა: „ეს კითხვა დასავლელ პოლიტიკოსებს უნდა დაუსვათ“.

„სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი უახლოესი მეზობლების საშინაო საქმეებში, ჩარევა დიდი ხანია მათი საგარეო პოლიტიკის არსენალის ნაწილია“, - განაცხადა ლავროვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი