ეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმის შედეგად ტურისტი დაიღუპა

ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევა საკურორტო ქალაქ მარსა ალამის ჩრდილოეთით მოხდა. უწყების ცნობით, ტურისტებზე თავდასხმა "ღრმა წყლებში, საცურაო ზონის გარეთ" მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, დაღუპული და დაშავებული ტურისტები იტალიის მოქალაქეები არიან. დაღუპული 48 წლის მამაკაცია, დაშავებული კი - 69 წლის.

მომხდართან დაკავშირებით, მარსა ალამში საცურაო ტერიტორია დაიხურა და გამოძიება მიმდინარეობს.

ზვიგენების კვლევის დამოუკიდებელი ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, წითელ ზღვაში ზვიგენების თავდასხმის შედეგად ადამიანების დაღუპვის ოთხი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი