ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა - იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აბსოლუტური ღიაობა, მზაობაა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და იმედია, ახალი ადმინისტრაციის პირობებში შემხვედრი ნაბიჯები იქნება.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავრობის სხდომაზე გავაკეთე საგანგებო განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით - არა ცარიელ ფურცელზე დატოვებული სტრატეგიული პარტნიორობით, არამედ ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მზაობა ამისათვის და იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი