სერგეი ლავროვი - რუსეთი „მშვიდობის სამიტში“ მონაწილეობას არ მიიღებს - მათ სურთ მიგვიწვიონ და ულტიმატუმები წამოგვიყენონ

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“ და ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს თვალყურს არ ადევნებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„შეუძლებელია გამოიცნო, რაზე მიუთითებს ზელენსკის საჯარო აღიარება დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ. ეს ფიგურა მუდმივად რაღაცას აცხადებს. თვალყურის დევნება შევწყვიტეთ, ჩვენ გვჯერა არა განცხადებების, არამედ ფაქტების, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება კიევის რეჟიმს. არაერთხელ განვაცხადე, რომ არ ვაპირებთ მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“, თუნდაც მოწვევა მივიღოთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, კიევს ჯერ არ გაუუქმებია 1991 წლის საზღვრებში "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენისა და ამ საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანის ამოცანა.

„ეს ამოცანა ფიგურირებს ვოლოდიმირ ზელენსკის „სამშვიდობო ფორმულაში". ოქტომბერში გაიმართა შეხვედრები "მშვიდობის მეორე სამიტის" მოსამზადებლად. მათ სურთ რუსეთი მიიწვიონ, როგორც გვესმის, იმისთვის, რომ რაღაც ულტიმატუმი წამოგიყენონ“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი