ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე

სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რას იტყოდა სააკაშვილის განცხადებაზე რომლის მიხედვითაც, „საქართველოში თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე ჩატარდება, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ქართველი ხალხი ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე სელფს გადაიღებს“.

„სააკაშვილს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი, რა თქმა უნდა, ცარიელი სიტყვებია მისი ყველა განცხადება, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს, მაგრამ სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახლა „რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმშია“.

„ამაშია ჩარჩენილი რადიკალური ოპოზიცია და როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილია მათი ლიდერი. ყველას მოვუწოდებ, თვითლიკვიდაციის რეჟიმიდან გამოვიდნენ, რეალურად, რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმშია, სააკაშვილის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია. ეს თვითლიკვიდაციის რეჟიმი ქვეყნისთვის კარგია, რადიკალური ოპოზიციისთვის ცუდია. შესაბამისად, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი