ირაკლი კობახიძე - ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და ხელი მოეწერა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას

არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული მათგანი სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება - ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ [პირბადეების აკრძალვის შესახებ კანონს], ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული, ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, პრემიერის თქმით, ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ „ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული“, შესაბამისად, აღნიშნული კანონი არის პრევენციული ხასიათის.

„არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული კანონი ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მათ შორის შეკრების მონაწილეთა და კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული, ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული.

სწორედ ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული. თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებების შედეგად დღეს პატიმრობაშია 30 კაცი. ეს, ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობაა. წინასწარ რომ ყოფილიყო ასეთი კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი თავს შეიკავებდა დანაშაულის ჩადენისგან. აქედან გამომდინარე, ეს კანონი არის არა რეპრესიული, არამედ პრევენციული. ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს - ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ