ირაკლი კობახიძე - დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი

მეთიუ მილერის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორია ქართველი ხალხის ნება, ქართველი ხალხის ნება არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების თაობაზე მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ხელისუფლებას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

„დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს“,- განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი