ეთიოპიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 71 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში სატვირთო ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 71 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხუთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

შემთხვევა სიდამას შტატში, ბონას რაიონში მოხდა.

სიდამას რეგიონული მთავრობის პრესსპიკერმა, ვოსენილე სიმონმა Reuters-ს განუცხადა, რომ ავტომობილი ხიდს ასცდა და მდინარეში გადავარდა. მისივე თქმით, მგზავრების ნაწილი საქორწილო ცერემონიიდან ბრუნდებოდა და ზოგიერთმა ოჯახმა რამდენიმე წევრი დაკარგა.

რეგიონის საგზაო პოლიციის განცხადებით, სატვირთო მანქანა გადატვირთული იყო, რაც, სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გახდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს