საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები უწყების სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლების შვილებისთვის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების შვილებს, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„მოზარდებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა. უწყების თანამშრომელთა შვილებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები უკვე გაიმართა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის ბრიგადებში, სადაც ასევე, მოწვეული იყვნენ სამხედროების შვილები შესაბამის რეგიონებში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის