გიორგი ალადაშვილმა და ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს საახალწლო ნობათები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით მორიგი ავიარეისი შეასრულა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური თუშეთში იმყოფებოდნენ, მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ინფორმაციას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, 6 თვის მანძილზე დაკეტილია. როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მთაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების დახმარების ღონისძიება პერმანენტულად ხორციელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანს უფასოდ უზრუნველყოფს. მოქალაქეებს, დღესასწაულებზე ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო ნობათები გადაეცემათ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში