ყაზახეთი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიაში გაგზავნის

ყაზახეთი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს გაუგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საავიაციო ინციდენტის გამომძიებელმა კომისიამ მიიღო, რომელსაც ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ხელმძღვანელობს.

„ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, პასუხისმგებელია ფრენის ჩანაწერების გაანალიზების უზრუნველყოფაზე და იმ ქვეყნის შერჩევაზე, რომელიც მათ წაიკითხავს და გაშიფრავს“, - აღნიშნულია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პირველივე დღიდან მომხრე იყო, რომ თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ჩართულიყო.

„რუსულმა მხარემ ოფიციალურად შემოგვთავაზა, რომ ეს საქმე სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს გამოეძიებია, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვით. მიზეზი გასაგებია. საიდუმლო არ არის, რომ ეს ორგანიზაცია ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება და მას რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს რომ კატასტროფის შემდეგ რუსეთის მხრიდან სამართლიანი და გონივრული ენახა, ალბათ, წინააღმდეგი არ იქნებოდა.

„მაგრამ დავინახეთ დაფარვის მცდელობები. ამიტომ, როგორც ყაზახურ, ასევე რუსულ მხარესთან მჭიდრო კონტაქტებში გამოვხატეთ პოზიცია, რომ უნდა შექმნილიყო მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი და ასეც მოხდა“, - აღნიშნა ალიევმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს