ანდრეი სიბიგა დამასკოში - გამოვდივართ იქიდან, რომ ახალი სირია გახდება ის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც გზას გაუხსნის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას

უკრაინის მაღალი დონის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას ხელმძღვანელობით, სირიის დედაქალაქ დამასკოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს გაიმართა დეტალური და ნაყოფიერი მოლაპარაკებები სირიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან, მის ლიდერთან აჰმად ალ შარაასთან, ასევე პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ალ-ბაშირთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ჰასან ალ-შიბანთან.

მინისტრის თქმით, დამასკოში ჩავიდა, რათა სირიელ ხალხს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი გზავნილი გადასცეს:

„ჩვენ თქვენთან ვართ. მზად ვართ დავეხმაროთ სირიელ ხალხს, რადგან უკრაინა დაინტერესებულია სტაბილური სირიით და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებით“.

მისი თქმით, ხვალ სირიაში, ჰუმანიტარული პროგრამის - „მარცვლეული უკრაინიდან“ - ფარგლებში, 2 000-ზე მეტი სატვირთო მანქანა 500 ტონა უკრაინულ ფქვილს ჩაიტანს.

ამასთან, სიბიგამ აღნიშნა, რომ მოსკოვის გავლენით, ბაშარ ასადის რეჟიმმა აღიარა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის დროებითი ოკუპაციის მცდელობა, რის გამოც უკრაინამ 2022 წელს რეჟიმთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ახალი სირია გახდება სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო კანონს, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც გზას გაუხსნის დიპლომატიური ურთიერთობების, პოლიტიკურ დიალოგისა და დიპლომატიური ინსტიტუტების მუშაობის აღდგენას ”- განაცხადა სიბიგამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა და სირიის მხრიდან ნაბიჯებს ელოდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!