მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა

მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი ახალგახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დააბინავა. ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შშმ პირები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იცხოვრებენ, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურა კი ადაპტირებულია.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, რუსუდან კოხოძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალგახსნილ, მცირე საოჯახო სახლს ესტუმრნენ. ახალსოფლის საოჯახო ტიპის სახლში ზრუნვის სააგენტოს ფილიალის - მარტყოფის შშმ პანსიონატში მცხოვრები 6 ბენეფიციარი დაბინავდა. სტუმრებმა, მათი ახალი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს და ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ყველა ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 8 მცირე საოჯახო სახლში განთავსდა. ახალი საოჯახო სახლის გახსნა მარტყოფის შშმ პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასკვნითი ნაწილია. შესაბამისად, დასრულდა პანსიონატში მცხოვრები ყველა პირის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანის პროცესი და მარტყოფის პანსიონატში აღარ ცხოვრობენ შშმ პირები.

საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2022 წლიდან, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო. შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შესაბამისად, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2024 წელს დასრულდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში