„სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, კოლექტიური დავა დაიწყეს

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, კოლექტიური დავა დაიწყო.

როგორც „სოციალური მუშაკთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, სოფო ხვთისიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააგენტოს 11-მა ადამიანს შეატყობინეს, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.

„გაერთიანება „სოციალურ მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა“ დღეს დაიწყო თავისი წევრების განცხადების საფუძველზე კოლექტიური დავა მათ დამსაქმებელთან, კერძოდ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებათა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან. დავის საფუძველი იყო რამდენიმე დღის წინ სოციალური მუშაკების გათავისუფლების შემთხვევა. სრულიად მოულოდნელად შეატყობინეს დაახლოებით, 11 ადამიანს, მათ შორის არიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, მედიატორები, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შეძლებდნენ დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობას. ეს არის თავიდანვე უკანონო.

ვფიქრობთ, ეს უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ მარშიც დავაორგანიზეთ, პეტიციაც გავაკეთეთ, რომელსაც 300-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რომ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას. ასევე მოვითხოვდით ახალი არჩევნების ჩანიშვნას და პატიმრების გათავისუფლებას. პროფესიული კავშირის მოთხოვნაა გათავისუფლებულები აღდგნენ და სხვებსაც გაუფორმდეს უვადო ხელშეკრულება, რომ აღარ იყოს მანიპულაციის საკითხი,“ - განაცხადა ხვთისიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს